Pages

Wednesday, September 7, 2011

Music ♥

   ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარს მუსიკის მოსმენა, დღე მუსიკით იწყება, გრძელდება და მთავრდება !! ალბათ ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია მუსიკა. ის ადამიანის ცხოვრების ნაწილია. როდესაც სევდიან განწყობაზე ვართ , ვუსმენთ შედარებით სევდიან მუსიკას, ის გვაწყნარებს და თითქოს განტვირთვაში გვეხმარება. როდესაც თავს თავისუფლად ვგრძნიბთ და გართობის ხასიათძე ვართ  , ვუსმენთ მხიარულ მუსიკას, ვცეკვავთ და ვერთობით .

    არსებობს მუსიკის სხვადასხვა ჟანრი, ადამიანებს სხვადასხვა გემოვნება გვაქვს და ყველას აქვს თავისი საყვარელი. მაგალითად ჩვენ ალბათ უფრო გამოვარჩევთ POP-ს და RAP-ს . ორი ერთმანეთსგან განსხვავებული ჟანრია მაგრამ ორივე ძალიან გვიყვარს. როდესაც ცუდ, სევდიან განწყობაზე ვართ, კლასიკურ მუსიკასაც ვუსმენთ , ძირითადად საყვარელ მელოდიებს . მაგალითად River Flows in You < .. მუსიკის გარეშე არ ვიცით როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ალბათ მოსაწყენი და უაზრო , გვეთანხმებით? თუნდაც როდესაც რამე საქმეს ვაკეთბთ , ყველა რაღაცას ვღიღინებთ , ჩვენთვის , ჩუმად.


  მუსიკას საოცარი უნარი აქვს, მას შეუძლია ადამიანი დაამშვიდოს, გაამხნევოს, გაახალისოს .. მოკლედ ის მოქმედებს ადამიანის განწყობაზე . ჩვენთვის ის არის ყველგან .. ♥

No comments:

Post a Comment