Pages

Saturday, September 24, 2011

ვარცხნილობები ))



ძალიან ორიგინალურია )



უბრალო ვარცხნილობაა და მარტივად გასაკეთებელი .




ბანთები საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ დღეს . ეს კი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება თმაზე , ალბათ დაგვეთანხმებით ))



ოთხად ჩაწნილი ნაწნავი . ძალიან მომწონს. ლამაზი და ორიგინალურია.





ესეთი ვარცხნილობა მინდა : ((







ძალიან მომეწონა ეს რამოდნეიმე ვარცხნილობა და მინდოდა თქვენთვის შემომეთავაზებინა . იმედია თქვენც მოგეწონათ __

მეგობრების შეკამათბა ))


ყველა ჩვენთაგან მოსვლია მეგობართან შეკამათება. ვიღაცას რაღაც სწყენია, რაღაც გაურკვევლობა მომხდარა . ნუ , მოკლედ ამ შეკამათების მრავალი მიზეზი არსებობს .. მაგრამ რათქმაუნდა საბოლოოდ ყველაფერი ირკვევა და ძველებურ კალაბოტს უბრუნდება. 



ჩვენ სხვებისგან ამით ნამდვილად არ განვსხვავდებით და ჩვენც მოგვდის ხოლმე შეკამათებები . უმეტესად ეჭვიანობის გამო =)))  მაგრამ დაბოღმილ ხალხს როგორ გავახარებთ? ეგერვე ვრიგდებით და ყველაფერს ვაგვარებთ . )) დაქალთან კამათი ძალიან მტკივნეულია დაგვეთანხმებით . არის ისეთი შემთხვევები , როდესაც დაქალები კამათისას ეგრევე რიგდებიან, ეს ჩვენ , მე და ანანოს გვახასიათებს . მაგრამ არის ისეთ შემთხვევებიც როდესაც დაქალები დიდი ხანი არ რიგდებიან.





როგორ ავიცილოთ დაქალთან კამათი , ჩხუბი ..



იძახიან სამ დაქალში ერთი, ყოველთვის ზედმეტი იქნებაო. . მაგრამ მე ამ აზრზსს არ ვეთანხმები. სამი თუ ორი .. შეიძლება ხშირად იყოს ეჭვიანობის მომენტები , მაგრამ ეს ეჭვიანობა არ უნდა გადაიქცეს აკვიატებად. სამ დაქალში ხომ სიყვარული თანაბარია და ყოველივეს თავისი ადგილი აქვს გულში . სამ დაქალში არაფერი არ უნდა დაიმალოს , ისევე როგორც ორში. 



თუ ისე მოხდა , რომ სამიდან ორმა დაქალმა რამეზე იკამათეს ან რამე მოხდა, მესამემ უნდა ეხადოს მათი შერიგება . 



არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაქალზე წინ ვინმეს დაყენება . დაქალი , ნამდვილი მეგობარია ვისი შენარჩუნებაც მოითხოვს დიდ ძალისხმევას!



დაქალთან არ არის საჭირო პირფერობა და "ტიპობა" ! უნდა იყო ის ვინც ხარ !! უნდა უზიარებდე ყველა შენს გრძნობას და ფიქრს , არაფერი არ უნდა დაიმალოს !



დაქალთან ერთად გატარებული ბავშვობა, წუთები .. დრო . ეს ხომ ყველაზე ტკბილი მოგონებაა? არავინ გვყავს მასზე ან მათზე ახლო . ხშირად დათმობაზეც უნდა წავიდეთ დაქალი გამო .

ხდება ხოლმე ისეც , რომ ორ დაქალს ერთი და იგივე ბიჭი მოსწონთ . რა უნდა გააკეთონ ? ერთ-ერთი დათმობაზე უნდა წავიდეს . ბიჭი ხომ არ არის საგანი, რამე ნივთი ,   რომ გაყო ან რიგრიგობით "ატარო" . ეს არის ცოცხალი ადამიანი .. ასე რომ მისი გაყოფა შეუძლებელია. ეს კი მოითოვს დათმობას რომელიმეს მხრიდან . სიმართლე გითხრათ , ეს თემა იმიტომ წამოვჭერი , რომ გამახსენდა ის ფაქტი .. მე და ანანოს რომ ერთი ბიჭი მოგვეწონა . . =))))

დაქალს უნდა გაუზიარო ყველაფერი . არანაირი ტყუილი, ტყუილი და ფარსი ხომ ადამიანს დიდ ტკივილს აყენებს . "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა , მერმე სულსა" =)))) ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს ფრაზა.

მოგვსვლია ალბათ ისეთი შემთხვევებიც როდესაც ძალიან გაბრაზებულები ვართ ჩვენს ახლო მეგობარზე, დაქალზე/// და უბრალოდ ემოციებს ვერ გადმოვცემთ . ამ შემთხვევაში კი , ზოგჯერ ისე ხდება , რომ ადამიანი წინდაუხედავად იქცევა და თავის მეგობაზრე ძალიან ცუდ რაღაცებს ამბობს. გულში ჩაიხედეთ . შესაძლოა ესეთი რამ თქვენც გაგიკეთებიათ ;; ) ეს არ არის სწორი ! დაგვეთანხმეთ . სიტუაციას გვერდიდან შეხედეთ ან თნდაც წარმოიდგინეთ თავი იმ მეგობრის ადგილას , რომელსაც ზურგსუკან ლანძღავთ )))))))

ესეც ის მომენტი როდესაც ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს და გააანალიზოს ის ფაქტი , რომ ეს საქციელი დიდ ბზარს წარმოქმნის ურთუერთობაში )))


Tuesday, September 13, 2011

ჩვენებური დღე =))



ერთმანეთს მონატრებულებმა , დღეს დავგეგმეთ შეხვედრა . დღისით  სამ საათზე შევხვდით კორტებზე. მარი, ანანო, ლიკუნა, ნინო და ნატა . ძალიან გავერთეთ და მთელი გარადოკი შემოვიარეთ . ვიცანცარეთ , ვილაპარაკეთ , მოკლედ ერთ ამბავში ვიყავით . შემდეგ ავედით სახლში (პლატონოვასთან , მარტო ანანო და მარი) იქაც არ მოვიკელით გართობა . 












იმედი გვაქვს ეს სურათები რომ ნახეთ , გულმა არ დაგარტყათ =)))
დიდი ხანი ვფიქრობდით რა გაგვეკეთბინა და ბოლოს ავიღეთ გუაშები , წავისვით სახეზე და დავიწყეთ სურათების გადაღბა .რამოდენიმე წუთში საღებავი გახმა და სახის ნაკვთებს ვერ ვამოძრავებდით , მთელი სახე გვტკიოდა. ამაზე უფრო გევცინებოდა, უფრო გვტკივდებოდა, მერე უფრო გვეცინებოდა. დიდი ხანი ვერ გავძელით და ჩავედით საღებავების ჩამოსაბანად. ეს უკვე ძალიან რთლი აღმოჩნდა. ღრუბლები ავიღეთ და საპონი წავუსვით, ამან არ გვიშველა , დავასხით შამპუნი და მოკლედ ძლივს, წვალებ-წაველებით ჩამოვიბანეთ , მაგრამ ნიჟარები? ისეთ დღეში იყო პალიტრა გვეგონა . დიდი ხანი მოვანდომეთ ნიჟარების გაწმენდასაც  ... შემდეგ როდესაც საღებავი მოვაშორეთ ყველაფერს ავდეით ოთახში და სარკესთან ჩვენი საერთო ძველი მეგობრების გაჯავრება დავიწყეთ , მაგათნაირად ვიკლაკნებოდით და ისე ვიჯღანებოდით როგორც მათ ჩვევიათ =))) ბევრი ვიხალისეთ . მერე კი დავჯექით და მოვილაპარაკეთ როგორ  ჩვიცმევდით 15-ში , მოვილაპარაკეთ რომ ერთნაირად ჩავიცვამდით , დავგეგმეთ ბევრი რამ . მოკლედ ძალიან გავერთეთ .. არდადაგების ბოლო დღე შესანიშნავად გავატარეთ . = ))) 



 ჰოო .. და კიდევ ერთი რამ : გირჩევთ გუაშები სახეზე არასდროს წაისვათ =)))) 

Sunday, September 11, 2011


რა არის ოცნება?


ოცნება ზღაპრული სამყაროა,წუთიერი ბედნიერებაა.თუ ადამიანს ოცნების უნარი არა აქვს,ის მეცხრე ცაზე არასოდეს ყოფილა,ბედნიერად არ უგრძვნია თავი.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.მართალია,საკუთარ ბედის წერას ვერსად გაექცევი. ეჰ,როგორი ლამაზია ოცნება,მაგრამ წამიერია.როცა გამოერკვევი და რეალობას დაუბრუნდები,გულის სიღრმეში ჩაგწვდება ის რაც ყველაფრისგან შორსაა.ოცნება ოცნებაა და მეტი არაფერი.გინდა დროებითი ბედნიერება?იოცნებე და შენზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იქნება.დახუჭე თვალი და გაექცევი ყველას და ყველაფერს,რაც გიკლავს გულს და რაც გირთულებს სიცოცხლეს.
ალბად ქვა უნდა იყო ადამიანი,რომ ყველას და ყველაფერს გაუძლო.ძნელია,როცა არ ცხოვრობ,უბრალოდ ცოცოხლობ და “მისი” მოლოდინით არსებობ და ყველაფერ ამასთან ერთად თითქმის არაფრის უფლება არ გვაქვს,იმიტომ რომ გოგო ხარ და იმდენი პრივილეგიებით ვერ სარგებლობ,როგორც ბიჭი.მტანჯველია ეს ყველაფერი,გაუსაძლისია.
ზოგს ჰგონია,მშიერი რომ არ ხარ და ლუკმა გიდევს პირში-ბედნიერი ხარ,მაგრამცხოვრება ომია,ომი... იქნებ ოდესმე გამოჩნდეს კიდეც ოცნების რაინდი,მშველელი გმირი და გიხსნას...





  აბა ვინ არის ის ადამიანი,ვისაც ოცნება შეუძლია,მაგრამ არ შეუძლია მისწვდეს,ხელით შეეხოს მას?იგი რეალური სამყაროდანაა შორს.ლიტონის სიტყვები ყოფილა:”თუ რამეს მოინდომებ ძალიან,გააკეთებ კიდეც.”-შეიძლება,მაგრამ ყოველთვის არა.
რა არის ეს სიცოცხლისთვის უაზრო?-რა და უსიყვარულო ცხოვრება.როცა გიყვარს ძლიერი ხარ,შენნაირი არავინ გგონია,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ადამიანი,რომელიც შენგან განსხვავებით შეიძლება არც კი ფიქრობს შენზე (ღმერთმა ნუ ქნას),ძალიან მტკინვეულია...
ამიტომ.მოდი ვიოცნებოთ,და იქნებ ოცნება ოცნებად არ დარჩეს და ოდესმე რეალობად იქცეს...ადამიანი ხომ იმედით ცოცოხლობს =)))

Friday, September 9, 2011

ეგოიზმი :))))

ეგოიზმი (ლათ. ego - მე) – ცხოვრების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავის ქცევაში ხელმძღვანელობს მხოლოდ პირადი ინტერესებით, ანგარიშს არ უწევს საზოგადოების და მის ირგვლივ მყოფთა ინტერესებს. 
  ასე იშიფრება სიტყვა ეგოიზმი . ჩვენს შორის ბევრი ადამიანია ეგოისტი, ზოგიერთი ამით ტრაბახობს და ეს ცხოვრებისეული პრონციპი "პლიუსი" ჰგონია, ზოგიერთი ეგოისტობას მალავს , ზოგი კი საერთოდ არ აღიარებს რომ ეგოისტია. სრულიად არ ვეთანხმები ეგოისტობით მოტრაბახე ადამიანებს , რადგანაც ამაში კარგი არაფერია . ადამიანი რომელიც მხოლოდ თავის პრინციპებით ცხოვრობს და სხვების თვალსაზრისს, შეხედულებებს და რჩევებს არ ითვალისწინებს, არამგონია ყველასათვის მოსაწონი პიროვნება იყოს . ალბათ არავის არ უნდა ისეთი მეგობარი გვერდში, რომელიც მუდამ თავისი თავის კმაყოფაზე ფიქრობს და სურს ყველა თავისი პრინციპებით აცხოვროს.. გვერდში, ყველას გვინდა გვყავდეს ისეთი მეგობარი, რომელიც  იფიქრებს ჩვენს განწყობაზე, რომელიც ეცდება გაგვამხნევოს , როდესაც ეს საჭირო იქნება, რომელიც დაგვეხმარება , როდესაც გაგვიჭირდება, რომელიც მოგვექცევა თბილად და გვაგრძნობინებს რომ ჩვენ მარტონი არ ვართ . ეხლა წარმოვიდგინოთ ეგოისტი მეგობარი , რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, არ აინტერესებს არაფერი და არავინ თავისი თავის გარდა , ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე და სხვა არაფერი ანაღვლებს. ასეთ მეგობარს არავის ვუსურვებ = ))))) ეგოისტობის ამ ჩვევების გამო, შესაძლოა ადამიანი სულ მარტო დარჩეს , თავის თავის მეტი აღარავინ ყავდეს, არც ესაა სასურველი მდგომარეობა : )))))))  ყველა ეს ეგოისტობის "დამახასიათებელი" თვისება გადაჭარბებულ ეგოისტების მახასიათებელია .

                                      
    მაგრამ ! არის კიდევ ერთი რამ . ყველამ უნდა ვაღიაროთ , რომ ყველა ჩვენგანში არსებობს ეგოიზმი , ოღონდ მცირე დოზით . ავხსნათ მაგალითი  : )))) : ჩვენს ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი ჩვენთვის საყვარელი ადამიანი.  დაფიქრებულხართ რატომ გვიყვარს ეს ადამიანები? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია : ალბათ იმიტომ , რომ >>>> ჩვენ <<<< მათთან ურთიერთობა გვსიამოვნებს, იმიტომ , რომ მათაც ვუყვარვართ >>>>> ჩვენ <<<<<   . რა კითხვაც არ უნდა დავსვათ , როგორი შემოვლითაც არ უნდა წავიდეთ , ყველა პასუხში არის ისევ და ისევ ჩვენთვის დადებითი რაღაც-რაღაცები .
    მე ვაღიარებ რომ ჩემშიც არის ეგოიზმის რაღაც დოზა : ))))

 მთვარია ჩვენი ეგოისტომა არ გადავიდეს ზედმეტებში . მთავარია ჩვენი თავები ვაკონტროლოთ და ყველაფრის ნორმა ვიცოდეთ !! არ გადავაჭარბოთ და არ გავხდეთ ჩამოყალიბებული ეგოისტები !!

  მ.პლატონოვა

" ეჩვიანობა "

ადამიანთა სრული უმრავლესობა ვისაც არ უნდა კითხოთ ეჭვიანობაზე, გეტყვით რომ ის ცუდი თვისებაა, მაგრამ იგივე ადამიანები თვითონ, დიდი ალბათობით გარკვეული დოზით ეჭვიანები არიან…ეჭვიანობის მცნება რთული ბუნებისა რადგან ეჭვიანობა შეუძლიათ როგორც განათლებულ და ჭკვიან ადამიანებს ისე გაუნათლებელ და სულელ ადამიანებს… მაგრამ ჭკვიანი ადამიანი ამას ყოველთვსი მალავს და ასე ვთქვათ “ჭკვიანურად” ეჭვიანობს ამა თუ იმ მოვლენაზე, შემთხვევასა თუ კონკრეტულ ადამიანზე… დღევანდელი სამყარო სიცრუით და ტყუილებით არის სავსე ხოლო იქ სადაც ტყუილი და სიცრულე დიდი დოზით გვხვდება ეჭვიანობა ბუნებრივათ იბადება როგორც სიცრუის შედეგი…




ეჭვიანობა სიცრუის და უნდობლობის შვილია ხოლო იქ სადაც სიყვარული და ნდობაა ეჭვიანობა მინიმუმამდე არის დაყვანილი… რადგან ეჭვიანობა ასეთი ძლიერია და ყველგან ააქვს ფესვები გადგმული და უშეცდომოც არავინაა სიყვარულს ააქვს ერთი უნიკალური თვისება ეს არის პატიება… როდესაც ადამიანს რაიმე ეშლება და შენ მას გულწფელად პატიობ და არ ხდები ამის გამო ეჭვიანი მის მიმართ “ჩსაფრებული ადამიანსი პოზას არ იღებმის” ამ ადამიანს ნდობა და პატივისცემა ერთი ორად ეზდება შენს მიმართ…
ხოლო როდესაც პატიება არ შეგიძლია და ეჭვიანი ხდები მის მიმართ მასში იწვევ ზიზღს და უნდობლობას… რაც თქვენს ურთიერთობას სიცრუის და უნდობლობის დონეზე დაიყვანს ეს ყველაფერი კი ისევ ეჭვიანობის საფუძველი ხდება…=)) 

    
                  ჩვენი პატარა რჩევაა , ნუ იქნებით ზედმეტად ეჩვიანი )))



ა.თუთარაშვილი


თვითონ სიტყვა ეჭვიანობის განმარტება შემდეგში მდგომარეობს: ადამიანების მიმართ უნდობელი და ფრთხილი დამოკიდებულება ნათქვამია მცირე დოზით ეჭვიანობა სასაიმოვნოც კი არის პარტნიორი ადამიანისთვის რადგან ერთგვარი ყურადღების გამომხატველია და უტყუარი დასტურია იმისა რომ ამ ადამიანს შენდამი გარკვეული სახის ინტერესი გააჩნია…
ალბათ ყველას შეგხვედრიათ ცხოვრებაში კეთილშობილი, ზდიობიანი და სათნო ადამიანი ასეთ ადამიანისგან ეჭვიანობა ძალიან იშვიათია ან ან საერთოდ გამორიცხულია რადგან მისთვის სიყვარული და ნდობა უფრო ღირებულია და მისაგები ვიდრე ეჭვიანობა და უნდობობა… ადამიანებს არასოდეს მოგგვწონს როცა ჩვენზე ეჭვიანობენ და ჩვენში ეჭვი შეაქვთ, იქნება ეს ჩვენი რაიმე საქციელი თუ შესაძლებლობა, არავის გვსიამოვნებს ამიტომ ჩვენც ნუ ვიქნებით ადამიანთა მიმართ ეჭვიანები რადგან უნდა გვახსოვდეს რომ ეს არავის სიამოვნებს და ყოველთვის კონფლიქტის მიზეზი ზდება…



'' მაპატიე ''

დღეს სახლიდან რომ გამოვედი შენზე ფიქრი თან გამომყვა, მე ვერც კი გავიგე როგორ ავღმოჩნდი შენს ქუჩაზე , ფიქრებიდან ის იყო გამოვერკვიე და უცბად შევკრთი . . ამ ქუჩაზე ჩვენი განშორების შემდეგ პირველად გავიარე , რატომგაც მომინდა ტირილი , მომინდა შენი ნახვა , შენი სიტყვების გაგონება , შენი დამშვიდება , მაგრამ გზა განვაგრძე და უცებ დაგინახე , შენც დამინახე მე. . პირდაპირ შემოგხედე შენ გაშეშდი , ალბათ არ გეგონა ამ ქუჩაზე კიდევ თუ მნახავდი . . მერე წამოვედი არეული ნაბიჯით და იცი რა მითხარი ? სხვანაირად არც შემეძლო , უნდა გამიგო :X ჩემზე ნუღარ იფიქრებ , მე სწრაფად შემოვბრუნდი და წამოვედი . . არ მინდოდა შენთვის ცრემლები მეჩვენებინა , მას მერე აღარ შევხვედრილვართ . . მაგრამ ერთი რამ მაინც ვერ შეგისრულე , შენზე ფიქრი ვერ მოვიშალე . .. . შენი დავიწყება ვერ შევძელი ..  ''მაპატიე '' 



ჩვენი რჩევა იქნება ამ გოგოსნაირად ნუ მოიქცევით , თავს ნუ დაიმცირებთ ბიჩის წინაშე , გავა დრო და თქვენ თვითონაც მიხვდებით , ბიჩის გამო ტირილი არ ღირს . . გოგო ამაყი უნდა იყოს და თავდაჯერებული და არა სულელი ))) არავინ იმსახურებს თქვენს ცრემლებს და ვინც იმსახურებს ის არასოდეს გატირებთ.


   ა.თუთარაშვილი

Thursday, September 8, 2011

ანსამბლი "სუხიშვილები" ^_^

 დიდი ხანია დავდივარ ცეკვაზე , "სუხიშვილებში" , უფრო ზუსტად კი 5 წელია. ძალიან მიყვარს ცეკვა ,არ მინდა თავის ქებაში ჩამომართვათ , მაგრამ სხვბსაც მოსწონთ ჩემი ცეკვის სტილი . დიდი სიამოვნებით დავდივარ გაკვეთილებზე და ახალ–ახალ ილეთებს ადვილად ვითვისებ . ცეკვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ალბათ მომავალშიც გავყვები ჩემს საქმიანობას  .მინდა შემოგთავაზოთ მცირე ინფორმაცია "სუხიშვილების" ანსამბლზე . იმედია მოგეწონებათ : )



                                       


ნაციონალური ბალეტი- ანსამბლი "სუხიშვილები"
ქართული ნაციონალური ბალეტი-ანსამბლი ”სუხიშვილები”, 1945 წელს ბრწყინვალე ქართველი ქორეოგრაფების ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. წლების მანძილზე ”ქართული ცეკვის გენია, როკვით განფენილი...” არაერთგზის გამხდარა სხვადასხვა ქვეყნის მკვიდრთა გულწრფელი აღფრთოვანებისა და ჭეშმარიტი თაყვანისცემის ობიექტი. ანსამბლმა წარმატებული გასტროლებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და საბჭოთა კავშირის უძრაობის პარიოდშიც კი შესძლო, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანა და უცხოელი მაყურებლისთვის საუკეთესო კუთხით წარედგინა ეროვნული ფოლკლორი. 
      დღეს- დღეობით ნაციონალური ბალეტის მომდევნო თაობა, ილიკო სუხიშვილი უმცროსისა და ნინო სუხიშვილის თაოსნობით არანაკლები წარმატებითა და პოპულარობით აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას, როგორც ეროვნულ ისე მსოფლიო ქორეოგრაფიულ ასპარეზზე. ამასთან, ”სუხიშვილების” საკონცერტო პროგრამა უფრო და უფრო მდიდრდება ახლებური ინტერპრეტაციებითა და შემოქმედებითი მიგნებებით, ამის პარალელურად მაღლდება და იხვეწება მოცეკვავეების პროფესიული დონე, უფრო და უფრო რთულდება და მოცულობითი ხდება საცეკვაო ილეთები და საერთო ქორეოგრაფიული ნახაზიც. აქ ყველაფერი აქტიურ მოქმედებაშია და ამასთანავე ერთმანეთისგან განუყოფელია. ცეკვების წარმოდგენისას განსაკუთრებული მხატვრული დატვირთვა ენიჭება განათებას, კოლორიტს, კოსტიუმების სტილსა და ფერს. ანსამბლის მხატვარი თავად ნინო სუხიშვილია და მის მიერ შექმნილი მეტად ორიგინალური, თვითმყობადი და ამავე დროს, აბსოლუტურად ქართულ ხასიათში გადაწყვეტილი კაბები თუ ჩოხები (ნაირფერი და ამავე დროს, დახვეწილი, არაერთგვაროვანი, სადა და მდიდარი ფანტაზიით ნაკარნახევი), ლეგენდარული სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის არანაკლებ ლეგენდარულ კოსტიუმებს არაფრით ჩამოუვარდება.
  თუმცა ანსამბლის ქორეოგრაფიული ქარგა უცვლელი დარჩა, ტრადიციულ "საცეკვაო" საკრავებს - დოლსა და გარმონს, ახალი ინსტრუმენტები დაემატა, რამაც ცეკვები განათების თავისებურ ვარიაციებთან ერთად ბუნებრივად გაამდიდრა. 
მუსიკალური გადაწყვეტის (ზოგიერთი თემა ჭაბუკა ამირანაშვილს ეკუთვნის, დანარჩენი, ორიგინალური თუ იმპროვიზებული ფოლკლორია) და მუსიკოსების პროფესიული დონე იმდენად მაღალია, რომ ქორეოგრაფიის თანასწორად აღიქმება. არც ისაა შემთხვევითი, რომ ”სუხიშვილების” ახალ ქორეოგრაფიულ პროგრამაში ჩართულია დამოუკიდებელი მუსიკალური ნომერი "გადი-გამოდი", რის შემდეგაც შემსრულებლები მოცეკვავეებზე არანაკლებ აპლოდისმენტებს იღებენ. სხვათა შორის, იგივე საფუძველზე დაყრდნობით, შეიქმნა "ასა ფართის" (არანაკლებ წარმატებული პროექტის) მუსიკალური ჩანაწერი კომპაქტ- დისკზე, რის შედეგადაც, ქართული ფოლკლორის "სუხიშვილებისეული", თანამედროვედ სახეცვლილი ვერსია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დამკვიდრდა.
       ნაციონალური ბალეტის შემოქმედებაში, ერთმანეთს ერწყმის სისადავე და სიმდიდრე, დახვეწილი გემოვნება და მაღალი პროფესიონალიზმი, გამორჩეული ნიჭიერება და არაჩვეულებრივი შრომისმოყვარეობა. გამომგონებლობასა და მხატვრული აზროვნების უნარს კი ვირტუოზული საშემსრულებლო მანერა, რაც საბოლოო ჯამში მაყურებლის თვალწინ ერთიან, განუყოფელ და ჰარმონიული მთლიანობას ქმნის.


                                 ანანო თუთარაშვილი 

მოზარდები დღევანდელ დღეს *_*

  გაგვიჩნდა სურვილი დაგვეწერა თემა დღევანდელ თაობაზე, დღევანდელ თინეიჯერებზე . მოვიძიეთ სხვადასხვა საიტებიდან სხვადასხვა ინფორმაცია , რომ თემა საინტერესო გამოგვსლოდა, მემგონი გამოგვივიდა და არ დაგვიწუნებთ . : )))


       შავი გაგების პატარა მგლები თბილისის სკოლებში: "ჩემი დედა, შენი დედა, იმის დედა, ამის დედა!.. ეს არის საქმის გარჩევის თავი და ბოლო", - ამბობს პატარა "კაი ბიჭი"

  დღევანდელ თინეიჯერებს სიტყვა-პასუხი რომ არ ეშლებათ, ეს ნამდვილად ასეა, განსაკუთრებით არ უჭირთ უწმაწური სიტყვების გამოყენება. ამას ყველა ზედმეტად ინფორმირებულობას აბრალებს."დედასაც ვიგინები, რადგან მარტო დაფიცების არ სჯერათ"

   სკოლაში ყველაზე დიდი "საქმის გარჩევები" დიდ დასვენებაზე ან გაცდენილი ბოლო გაკვეთილების ხარჯზე ეწყობა. ამ დროს ყველაზე მეტად მჟღავნდება მხოლოდ მომავალი თაობისათვის დამახასიათებელი ნიუანსები. დღეს დედის დაფიცება სიმართლის დასამტკიცებლად მოდაში აღარ არის. მათ თავდაცვისა და საერთოდ, ურთიერთობის ახალი ფორმები აითვისეს.

                                                                                       *   *   *
გიორგი ტყეშელაშვილი, 14 წლის: ზედმეტი სიტყვის გულისთვის ხდება ძირითადად ჩხუბი, გოგოს გულისთვისაც. თუ ნორმალურია და კაი ბიჭია, უნდა იჩხუბოს, ხოლო თუ ისეთია, არ იჩხუბებს...
- როგორი ისეთი?
- ჩმორი, რა.
გლდანელი ბიჭის, ნიკო ალადაშვილის აზრით, ჩხუბი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ერთი ასეთი მარტივი ფრაზისთვის: "მოდი აქ, ბიჭო!". ამ დროს გააჩნია ხმის ტონალობას.
"მე, მაგალითად, მყავს ერთი კლასელი, მაგარი გაჭირვებული ტიპია, ამას წინათ ვიღაცამ უმიზეზოდ წაარტყა, კაი ტიპები გამოესარჩლნენ და წავიდა საქმის გარჩევა. კაი ტიპები, როგორც წესი, დანებით დადიან სკოლაში, ჩაცმითაც ისე იცვამენ - "ჩაჩ" შარვალს, კეპიან ქუდს, სახე და თვალები რომ არ ჩანს და ბრმასავით იყურები. გლდანში, რა ვიცი, ჯერ ამ მოდას ვერ გასცდა კაი ბიჭის იმიჯი", - ამბობს ერთ-ერთი გლდანელი მოსწავლე.
"ჩემი დედა, შენი დედა, იმის დედა, ამის დედა - ეგ არის საქმის გარჩევის თავი და ბოლო", - გვითხრა ერთ-ერთმა ცნობილმა პირველსკოლელმა საქმის გამრჩევმა. მისმა მეგობრებმა კი დაამატეს, რომ საერთოდ, სკოლაში ყოველთვის არის ერთი ან რამდენიმე ტიპი, ვისთანაც უნდა მიხვიდე და საქმე გაარჩიო.
- რატომ არ იფიცებით დედას ასეთი საქმის გარჩევისას?- თუ დაფიცება მინდა, ვამბობ, დედა მომიკვდეს-მეთქი. მაგრამ ისეც ხდება, რომ დედასაც ვიგინები, რადგან მარტო დაფიცების არ სჯერათ", - ამბობს 15 წლის ირაკლი.
- სად ჩხუბობთ ხოლმე?
- ყველგან. იარაღის პრობლემაც არ არის, ყველას თუ არა, ნახევარს მაინც აქვს პატარა დანა. თან ნასკებში კი არ ინახავენ, ჯიბეში უდევთ პირდაპირ. თუმცა უფრო ხშირად ჩხუბს გააჩნია. დანა ყველგან არაა საჭირო.

"თუ ახალ სკოლაში გადადიხარ, თავის დამკვიდრება უფრო გაგიჭირდება"
ნიკო ალადაშვილი, რომელსაც ორი სკოლის გამოცვლა მოუხდა, იხსენებს, რომ ყველა სკოლაში სამი თვე მაინც განუწყვეტლივ უხდებოდა იმის მტკიცება, რომ ვერავინ "დააჩმორებდა": "ვისაც პატრონი ყავს, ან ვინმე კაი ტიპი ბიძა, ან მამა, იმას თავი მწვანე კიტრივით მოაქვს, მაგარი ბედნიერია, ხმას ვერავინ აუმაღლებს. ვისაც საკუთარი ძალით უწევს თავის დამკვიდრება, ის, როგორც წესი, სახლში არ ამჟღავნებს თავის კაი ბიჭობას, მაგრამ გარეთ კბილები სულ ალესილი აქვს. რაც შეეხება დედის დაგინებას, ეს მგლური კანონია, არა აქვს მნიშვნელობა, დედა გიყვარს თუ არა, შენ არ ეტყვი, ის გეტყვის და მერე თავზე დაგაჯდება".
თბილისში არის ისეთი სკოლები, სადაც ასეთი საქმის გარჩევისა და ჩხუბის გარეშე ვერ გაიხარებ. მათ ე. წ. შავი გაგების სკოლებს ეძახიან. იქ ერთმანეთთან ქუჩურ ენაზე დაპირისპირება მარტო მოსწავლეებს კი არა, მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორისაც ხშირია.
"ჩვენთან ასეთი პრინციპია, მე შენზე უფროსი ვარ, ე. ი. შემიძლია გეუზრდელო და იწყება დიდი ბრძოლა. ჩხუბის მიზეზი შეიძლება იყოს ასეთი ფრაზა: "ფული მომე!" ან: "50 თეთრი არა გაქვს? რა არი, სახლიდან არ გატანენ?" ჩემი პასუხი, როგორც წესი, ასეთია: "შენთვის არა მაქვს". რომ მისცე ერთხელ, მორჩა, დაჩმორებული ხარ. საქმე ირჩევა მასწავლებლებისაგან შორს, სკოლის უკან, ბუფეტში... თავიდან ერთი ერთზე, მერე ნაცემს მოჰყავს რამდენიმე და შეიძლება ეს ჩხუბი დიდხანს გაგრძელდეს. განსაკუთრებით რთულია თავის დამკვიდრება, თუ ახალ სკოლაში გადადიხარ. იქ ყველას უნდა ჰყავდეს თავისი შნირი. ამიტომ, გამოწმებს, გეუზრდელება, უნდა ნახოს, როგორ დაუდგები. მასწავლებლის მხრიდანაც ხშირია საქმის გარჩევა, შენ იცი, რა არის კაცობა? მეკითხება. რა უნდა უპასუხო ამ დროს? ისიც მართალია, რომ ახლა როგორი უზრდელებიც ვართ, მე თუ მკითხავ, ასეთი უზრდელი არასდროს ყოფილა კაცობრიობა. იმიტომ, რომ ყველა ქუჩაშია, ყველას უჭირს, მშობლები ვეღარ აქცევენ შვილებს ყურადღებას, რადგან ფულის შოვნაზე და თავის რჩენაზე ფიქრობენ", - ასე დიდი კაცივით მსჯელობს გიორგი ნინიძე.
ყველაზე მწარედ გიორგის ერთი ამბავი ახსენდება. სკოლის კიბეზე დასვენების დროს გიორგი თავის ნაცნობს გაეხუმრა და წამოარტყა, ეს დაინახა იქვე მდგომმა ფიზკულტურის მასწავლებელმა და ძველბიჭურად საქმის გარჩევა დაუწყო. ბიჭო, შენ იცი ვინა ვარო? გიორგიმ უპასუხა: კი, ვიცი, ჩემი მეზობელი ხართო. ამ პასუხმა მასწავლებელი უარესად გააღიზიანა და უყვირა: მე კი არა ვარ შენი მეზობელი, შენ ხარ ჩემი მეზობელიო.
უწმაწური სიტყვების მარაგი ბავშვებმა მშობლებისგანაც მიიღეს
მშობლები ფიქრობენ, რომ ყველაფერი სკოლაში შექმნილი არცთუ ისე ჯანსაღი გარემოს ბრალია. ბოლო დროს გაჩენილი დედის გინების რთული გრადაციებიც სკოლიდან მოდის.
"მე მეუბნებიან, რომ ჩემი შვილი სკოლას გინებით იკლებს, მაგრამ სახლში და ეზოში ასეთს ვერაფერს ვატყობ. სპორტზე დადის და ასეთ რამეს არც იქ აკეთებს. მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ სადაც შესაფერისი გარემოა, სადაც არ ღიზიანდება ბავშვი, იქ არ იგინება. სადაც მას ამცირებენ და ცდილობენ მისი თავმოყვარეობის შელახვას, იქ მას ვერაფერს დაუშლი", - ამბობს თბილისელი ნინო დავითაშვილი.
თავად სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ძალიან ხშირად მასწავლებლები ერთნაირი სენით არიან ავად.
15 წლის ნინო კილაძე, რომელიც მუხიანის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს, დარწმუნებულია, რომ ერთი ბავშვის მხრიდან მეორის დაჩაგვრის მცდელობა მასწავლებლიდან იღებს სათავეს: "მასწავლებლებს გამოჰყავთ ბავშვი დაფასთან და თუ რამე არ მოეწონათ მისი, ყველას თვალწინ "აშავებენ". თუ აღმოჩნდა, რომ დედამისი ან მამამისი რამე განსაკუთრებულ ადგილას არ მუშაობენ, წასულია მისი საქმე. მაგალითად, ერთი ჩემი კლასელის დედა მუშაობს მამაკაცთა კოლონიაში და ეს არის გამუდმებით ამ ბავშვის დაცინვის საგანი. მერე ბავშვებიც იგივეს იმეორებენ და დიდ დასვენებაზე თავისზე სუსტ ბავშვებს დასცინიან".

"სიჩუმობანა" და "პარაოზი" გოგონები
ერთ სკოლაში ერთ-ერთ გაკვეთილზე დამკვიდრებულ ახალ თამაშსაც შევესწარით. ერთი სკოლის ერთი მასწავლებელი, რომელსაც ძალიან უყვარდა მოდის ჟურნალების თვალიერება, ბავშვებს "სიჩუმობანას" თამაშისაკენ მოუწოდებდა...
სანამ ბიჭები საქმეს არჩევენ და "გოგოებს იყოფენ", სიგარეტის კვამლში გახვეული გოგონები სკოლის ტუალეტებსა და ბუფეტებში, ზოგჯერ კლასშიც ათას რამეზე ჭორაობენ.
ბიჭების თქმით, მათი უმრავლესობა ეწევა. მათივე სიტყვებით, "პარაოზები" არიან ("ნაფაზს არ ურტყამენ"), თან "პარლამენტ ლაითს" და "დავიდოვს" ეწევიან. სიგარეტს "სალფეთქის" ქაღალდში ახვევენ ან მობილურის ჩასადებში მალავენ.
თურმე, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი იგვიანებს, კლასშიც ეწევიან, უკანა მერხთან, მერე იქ "ბიჩოკების" გროვაა ხოლმე და ხშირად ამას ბიჭები იბრალებენ.
ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებს მართლაც ბევრი აქვთ - ფილმებიდან, კომპიუტერული თამაშებიდან. ყველამ იცის, რა არის "გეი" და რომ ვიღაცა თუ "პედიკია", იმას უნდა დასცინონ. ერთმა ბიჭმა საუბრისას აღნიშნა, რომ მის სკოლაში არის ორი გოგო, რომლებსაც "ლესბიანკებს" უძახიან, რადგან ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ბუფეტში "ზასაობენ" ხოლმე.
ასეთი ფაქტები, ჯერჯერობით და საბედნიეროდ, იშვიათია და არც ისე გახმაურებული. თანამედროვე "კუკარაჩები" ყოველ შემთხვევაში ასეთ ფაქტებს არ ასახელებენ. მათი თქმით, ყველაზე ხშირი ჩვეულებრივი "ბიჭური ჩხუბებია".
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს არასრულწლოვანთა ინსპექციის უფროსის, ჭაბუკი მელაძის განცხადებით, პოლიციის ინსპექციის საქმიანობა სკოლებში ძირითადად აგიტაციის სახის ჩარევით შემოიფარგლება, რაც გულისხმობს დამრიგებლურ შეხვედრებს მოსწავლეებთან, რა უნდა გააკეთონ და რა არა.
თავად ბავშვებს რომ ჰკითხო, პოლიციას თავისი საქმე აქვს, "ზოგჯერ ეგენიც საჭირო არიან", მაგრამ თავის დამკვიდრებასა და "კაი ბიჭად ქცევაში", როგორც ისინი ამბობენ, "მაგათი დამსახურება ნულია".


ეს სტატია ერთ – ერთ საიტზე ვიპოვეთ . გასაგებად აღწერს რა მდგომარეობაა დღვანდელ დღეს თინეიჯერებში . დედის გინება , დაცინვა , შეურაცჰყოფა და ა.შ. დღეს ეს ყველაფერი "მოდაშია". ძალიან ბევრი შემთხვევაა , თვენც დაგვეთნხმებით ,რომ ბავშვები ერთმანეთს დასცინიან "ზმანის" გამო . თუ ბავშვს არ აცვია მოდურად , მაშინ ის არის "ბანძი" , მეგობრებს ხშირად ასე ირჩევენ . არავის აღარ აინტერესევბს ადამიანის შინაგანი სამყარო , მხოლოდ ყდით მსჯელობენ . კიდევ ერთი პრობლემაა წიგნი .დღევანდელი თინეიჯერების თვალსაზრისით , წიგნის კითხვა ზედმეტი დროის ფლანგვაა, რა საჭიროა წიგნი , როდესაც არის კომპიტერი , ინტენრენი და სხვა ამდაგვარი საშვალებები. მაგალითდ ფილმები. ბავშვები წიგნების კითხვას თავს არიდებენ და უბრალოდ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმებს უყურებენ . 


  თინეიჯერების ტერმინები : კაროჩე, დავიგრუზე, გამიტყდა, მოხია, გაასწორა, გაიჩალიჩა , დაერხა, ვუსატკავებ , რა პონტში, დაგლიჯა , მკვლელი – ანუ ძალიან მაგარი , იმენა, იტოკში, ძერსკი, მაზიანი გავმაზე,  დაიბრიდა, გაეძრო , ტო .. მოკლედ რა ჩამოთვლის , უამრავი ტერმინია, ზოგიეთი მათგანი რუსული, დამახინჯებული ქართული, შემოკლებული ანდაც უბრალოდ გამოგონილია = )))  ამ ტერმინებმა ფესვები გაიდგეს დღევანდელ მოზარდთა ლექსიკონში , რამაც განაპირობა ქართული ენის დამახინჯება. ვაღიარებთ , რომ ამ ტერმინებს ჩვენც ვიყენებთ და ჩვენც არ ვართ იდეალური მოზარდები , მაგრამ ჩვენი აზრით მოზარდთა ცხოვრების წესში რაღაც ცვლილებები უნდა განხორციელდეს . ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით ,, რომ არ არის ლამაზი როდესაც გოგო ბიჭს აგინებს , როდესაც გოგო ამბობს "შენი დედა .... " და ა.შ.. იყენებს სხვადასხვა ბილწ სიტყვას . ამ დროს გოგოს გონია რომ ის არის ძალან მაგარი , რომ ამით ის ამაღლდა, მაგრამ სინამდვილეში , ჩვენი აზით,  გოგო ამდაგვარი საქციელით  თავის თავს აყენებს შეურაცჰყოფას. მაგრამ მხოლოდ გოგოებში არ არის ეს დანაკლისი . ძალიან ბევრი შემთხვევაა როდესაც ბიჭი გოგოს აგინებს და სხვადასხვა შეურაცჰყოფებს კადრულობს.  დღეს მოზარდებმა არ იციან რა არის ნორმა .

   ჩვენი აზრით , ეს არის დღევანდელი მოზარდთა ცხოვრება სადაც ძალიან ბევრი რამ არ ჯდება თავის ჩარჩოებში და სადაც უამრავი რამ არის შესაცვლელი .

                       იმედი გვაქვს , რომ ჩვენი თემა მოგეწონათ . )))) 

Wednesday, September 7, 2011

Guitar In My Life ♥ MP ♥


ცოტახანია რახ გიტარაზე დაკვრას ვსწავლობ , მაგრამ მან უკვე მოასწრო ჩემს ცხოვრებაში შემოღწევა. სიმართლე გითხრათ დიდი ხანი ვფიქრობდი ღირდა თუ არა გიტარაზე დაკვრის სწავლა და  ბოლოს გადავწყვიტე !! ჩემმა დაქალმა სოფომ, მირჩია თავისი მუსიკის მასწავლებელი , მეც დავიწყე სწავლა. გიტარამ ეგრევე გამიტაცა. ძალიან შემიყვარდა დაკვრა. როდესაც მარტო ვარ , ხშირად ვჯდები და ვუკრავ სხვადასხვა სიმღერებს. არ ვიცი აქამდე როგორ ვცხოვრობდი გიტარის გარეშე !! ეხლა უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენ ჩემს ცხოვრებას დაკვრის გარეშე.  დაკვრა გახდა ჩემი საყვარელი საქმიანობა . აქამდეც ძალიან მიყვარდა მუსიკა, მაგრამ გიტარამ მე ის უფრო შემაკვარა ♥ მე და ჩემს დაქალს , სოფოს ,გადაწყვეტილი გვაქვს შევქმნათ ჩვენი ბენდი , S & M . ♥ გვჯერა თუ ორივე მოვინდომებთ წარმატებებს მივაღწევთ . მაგალითად მე ვაპირებ ბოლომდე გავყვე მუსიკას და მიზნად მტკიცედ დავისახე წარმატებების მიღწევა მუსიკალურ საქმიანობაში , მე კი ჩემს მიზანს ყოველთვის ვაღწევ ! ♥_♥

                                                                                    მარიამ პლატონოვა



                                                                                                             

Music ♥

   ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარს მუსიკის მოსმენა, დღე მუსიკით იწყება, გრძელდება და მთავრდება !! ალბათ ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია მუსიკა. ის ადამიანის ცხოვრების ნაწილია. როდესაც სევდიან განწყობაზე ვართ , ვუსმენთ შედარებით სევდიან მუსიკას, ის გვაწყნარებს და თითქოს განტვირთვაში გვეხმარება. როდესაც თავს თავისუფლად ვგრძნიბთ და გართობის ხასიათძე ვართ  , ვუსმენთ მხიარულ მუსიკას, ვცეკვავთ და ვერთობით .

    არსებობს მუსიკის სხვადასხვა ჟანრი, ადამიანებს სხვადასხვა გემოვნება გვაქვს და ყველას აქვს თავისი საყვარელი. მაგალითად ჩვენ ალბათ უფრო გამოვარჩევთ POP-ს და RAP-ს . ორი ერთმანეთსგან განსხვავებული ჟანრია მაგრამ ორივე ძალიან გვიყვარს. როდესაც ცუდ, სევდიან განწყობაზე ვართ, კლასიკურ მუსიკასაც ვუსმენთ , ძირითადად საყვარელ მელოდიებს . მაგალითად River Flows in You < .. მუსიკის გარეშე არ ვიცით როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ალბათ მოსაწყენი და უაზრო , გვეთანხმებით? თუნდაც როდესაც რამე საქმეს ვაკეთბთ , ყველა რაღაცას ვღიღინებთ , ჩვენთვის , ჩუმად.


  მუსიკას საოცარი უნარი აქვს, მას შეუძლია ადამიანი დაამშვიდოს, გაამხნევოს, გაახალისოს .. მოკლედ ის მოქმედებს ადამიანის განწყობაზე . ჩვენთვის ის არის ყველგან .. ♥

Bachitoo ♥



დათო გაბედავა (ბაჩი) . ეს არის  ჩვენთვის ძალიან ახლო ადამიანი . ვინც იცნობთ მას, ალბათ ყველა დაგვეთანხმებით , რომ ასეთი მეორე არავინაა !! ვინც არ იცნობთ , ჩვენი ბლოგის მეშვეობით შევეცდებით აგიღწეროთ ბაჩი.
ძალიან თბილი და ყურადღებიან პიროვნებაა, ერთგული და გულახდილი . მეგობარს არასდროს დატოვებს გასაჭირში მარტოს . გარდა ამისა ბაჩის აქვს ფეხბურთის ნიჭი. მისი თამაშით უკმაყოფილო უბრალოდ ვერავინ ვერ დარჩება . ჩვენი დიდი ფეხბურთელი .!! იომორს რაც შეეხებაა ....,არ აქვს იუმორის გრძნობა არაააა ..??!!
ძალიან ხუმარა და მხიარული ადამიანია , როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს ადამიანი და რა განწყობაზეც არ უნდა იყოს , გააცინებს და უფრო მეტიი ... სიცილისგან გაგუდავს. მოკლედ საოცარი ადამიანია, გიჟი და გადარეული !! მემგონი ხვდებით რა პიროვნებაა , ჩვენ მას სიტყვებით ვერ ავღწერთ.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა , რა უნდა თემას"Bachitoo ♥ " ბლოგზეო, ამ კითხვაზე კი ასე გიპასუხებთ : გვინდა , რომ იცოდეთ , ეს არის ჩვენი განუმეორებელი და განუყრელი მეგობარი, ჩვენი მესაიდუმლე და მოკლედ ჩვენი ძმა ♥ 

უსათაურო . .

   ტყუილად არ არის ნათქვამი, ადამიანს მაშინ დააფასებ თუ დაკარგავო . მართლაც ასეა. მე ამას ცოტახნისწინ მივხვდი. რადგანაც დავკარგე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. ყოველთვის ვამბობდი "მე არ ვკარგავ ადამიანებს , ეს ბედი შლის მათ ჩემი ცხოვრებიდან" , ბევრი ფიქრობს ესე, მაგრამ როდესაც ვინმე ძვირფასს კარგავ მერე ხვდები რომ მართლი არ იყავი. . .

   ზოგჯერ ადამიანი უშვებს ისეთ შეცდომას, რომლის გამოსწორება ძალიან ძნელია და ამ შეცდომის მიერ მიყენებული იარის მოშუშება ძალზე რთულია .  ვნანობთ, გულით ვნანობთ , მაგრამ ბევრი თავისი პრინციპების გამო პირველ ნაბიჯს არ დგამს. უბრალოდ თავს იფასებს და ფიქრობს ამით შეძლებს რამე დაამტკიცოს , მაგრამ მოდით რეალურად ვიმსჯელოთ! ყველამ ვიცით რომ თავის დაფასება მეგობრობაში, არის მხოლოდ დანაკლისი და მეტი არაფერი. როდესაც ადამიანი თავის დანაშაულს გრძნობს, მან უნდა ცადოს და მოინანიოს თავისი შეცდომა!! მან უნდა ცადოს და მოურჩინოს იარა თავის ძველ მეგობარს ,მან უნდა ცადოს და აღადგინოს ძველი ურთიერთობა და დამოკიდებულება !! ყველა გზას უნდა დაადგეს და ყველაფერი უნა იღონოს რაც მის ძალებშია , ნამდვილი მეგობრის პოვნა ხომ ძალიან რთულია . .
 

   ნამდვილი მეგობარი - ადამიანი რომელსაც ყოველთვის ესმის შენი, უსიტყვოდ ხვდება რა განწყობაზე ხარ ,რა გაწუხებს, რა გახარებს. ის ყოველთის შენს გვერდით არის , ჭირშიც და ლხინშიც. ის ყოველთვის გვერდში გიდგას, მან იცის რა ხდება შენს შინაგან სამყაროში. ესეთი ადამიანის შეხვედრა ადვილი ნამდვილად არ არის, მას ძებნით ვერ იპოვი . ნამდვილი მეგობრობა თავისით მოდის და ის ცხოვრების ბოლო წუთამდე გრძელდება .

     რთულია ნამდვილი მეგობრის პოვნა, მაგრამ მისი დაკარგვა ორმაგად ადვილია . ადამიანის გულის ტკენას რამოდენიმე წამი სჭირდება, მაგრამ ამ ტკივილის მოშუშებას . . . . . . . .

   ნამდვილი მეგობარი უნდა შეინარჩუნო !! ის მხოლოდ ერთია და მას ვერავინ შეცვლის !! ამიტომ მინდა გირჩიოთ , შეეცადეთ წინდახედულად მოიქცეთ , მოექეცით თქვენ მეგობარს ისე, როგორც გინდათ რომ ის მოგექცეთ თქვენ ! გახსოვდეთ რომ მისნაირს სხვას ვერავის იპოვით და მას ვერავინ შეცვლის. არ დაკარგოთ თქვენი წინდაუხედავობის გამო თქვენი "მეორე მე" და არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შემდგომში დიდ ტკივილს მოგაყენებთ თქვენც და თქვენს მეგობარსაც .

                                                                                    მარიამ     პლატონოვა

                                                                                         

   

   

– სიყვარული . ♥


    სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.



შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი… უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან [ტკივილიან განშორებას იწვევს] .



*სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს. ბეთჰოვენი.

*სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. სტენდალი.

*სიყვარული უძველესი, უახლოესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა. ფრ.რიუკერტი.

*სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება, იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის. ტომას ჰობსი.




*სიყვარული ტკვილია, ვისაც არ სტკივა მას არ უყვარს. ვ.ვ როზანოვი.

*სიყვარული ესაა ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს. ვოლტერი.

*სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს. მ.გორკი.



*სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ. ბალზაკი.

*სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესო და და საპატიო გახლავთ ადამიან სისუსტეთა შორის. ჩარლზ დიკენსი.

*სიყვარული ცეცხლია: თუ არ კვებავ-ქრება. მიხეილ ლერმონტოვი.

*სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში. შექსპირი.

*სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია როგორც მინა. გი დე მოპასანი.

*სიყვარული არის თავის დავიწყება. გრ.ორბელიანი.
*სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა. კაზანოვა.
*თუ ადამიანს შეუძლია, თქვას, რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია. ვიქტორ ჰიუგო.



                                        
         
*რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული. ლეონარდო და ვინჩი.

*ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა. ი.ჭავჭავაძე

*სიყვარულს არ ჰყავს ეჭვიანობაზე მახლობელი და მასზე დიდი მტერი. ასევე რკინის უდიდესი მტერია ჟანგი, რომელიც მისგანვე გამოდის. ჯორდანო ბრუნო.




*სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს. ალფრედ კამიუ.
*თუ გსურს რომ სხვებს უყვარდე, შენთვითონ უნდა გიყვარდეს. სენეკა.
*იმისთვის გავჩნდი, რომ მიყვარდეს და არა მძულდეს. სოფოკლე.




სიყვარულია, როდესაც ვერ უბრაზდები საყვარელ ადამიანს, რამდენადაც არ უნდა გატკინოს გული

სიყვარულია, როდესაც ვიღაცაზე იმდენად ზრუნავ, რომ სიტყვებითაც ვერ აღწერ

სიყვარულია, როდესაც როდესაც მას უჭირავს შენი ხელი და გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნე



სიყვარულია, როდესაც არ გაინტერესებს ხალხის აზრი, "შენ მეტს იმსახურებ"

სიყვარულია, როდესაც ის არის ის ბიჭი, რომელსაც ყველას ადრებ და მაინც ვერავინ შეედრება



სიყვარულია, როდესაც იმდენს ლაპარაკობ მასზე, რომ შენს მეგობრებნს ბეზრდებათ შენი მოსმენა

სიყვარულია, როდესაც გონებაში იმახსოვრებ მასთან თითოეულ საუბარს

სიყვარულია, როდესაც მისი ერთი ჩახუტება რამოდენიმე წამით ყველაფერს უკეთესს ხდის



სიყვარულია, როდესაც იღიმი მის გახსენებაზე

სიყვარულია, როდესაც ადამიანი, რომელიც გიყვარს შორსაა, მაგრამ მის სიახლოვეს გრძნობ

სიყვარულია, როდესაც ყველაფერი გავიწყდება, როცა მის მკლავებში ხარ



სიყვარულია, როდესაც მას მოწყენილს ხედავ, შენც ცუდ ხასიათზე დგები

სიყვარულია, როდესაც ის შენთვის მთელი მსოფლიოა

სიყვარულია, როდესაც მანძილი და დრო თქვენს სიყვარულს არაფერს აკლებს



სიყვარულია, როდესაც მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობ

სიყვარულია, როდესაც რომანტიულ სიმღერას უსმენ და მას გაგონებს

სიყვარულია, როდესაც ის შენთვის არა მარტო მეორე ნახევარი, არამედ საუკეთესო მეგობარიცაა



სიყვარულია, როდესაც ვერავინ გამხიარულებს მის გარდა

სიყვარულია, როდესაც ბიჭი გოგოს გამო ტირის

სიყვარულია, როდესაც გჯერა შეუძლებლის



*რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული. ლეონარდო და ვინჩი


*ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა. ი.ჭავჭავაძე



*ვნებანნი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვ ადამიანებს და აბრიყვებენ ყველაზე ჭკვიანებს. სენეკა.


*სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით ”იყო და არა იყო რა”. მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. ლობერგერი.


*სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა. ვაჟა-ფშაველა.


იყვარული ცეცხლია: თუ არ კვებავ-ქრება. მიხეილ ლერმონტოვი.


*სიყვარული ყველაზე უფრო საინტერესო და და საპატიო გახლავთ ადამიან სისუსტეთა შორის. ჩარლზ დიკენსი.