Pages

Wednesday, September 7, 2011

მარიამი და ანანო ♥

გვსურს მოგაწოდოთ მცირე ინფორმაცია ჩვენს შესახებ . ალბათ თქვენც გაინტერესებს ვინ არიან ამ ბლოგის ავტორები )) ♥

- მარიამი და ანანო .
ვართ მეორე საჯარო სკოლის, მეცხრე კლასის მოსწავლეები და ახლო დაქალები . ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჩვენი ბლოგი , გვსურს ბლოგი იყოს წარმატებული და ამისთვის მაქსიმალურად ვეცდებით მოგაწოდოთ ყველასათვის საინტერესო თემები ., სასარგებლო რჩევები, სახალისო ამბები და ა.შ. ასევე, იმისათვის რომ კარგად გაგვიცნოთ , მოგიყვებით ჩვენი ამოუწურველი და ძალიან სახალისო თავგადასავლების შესახებ . ვართ მხიარულები , ცოტაც ცანცარები , თავისუფალი ბავშვები . რაც შეეხება სწავლას , კარგი მოსწავლეებიც ვართ. გვიყვარს თავისუფალი დროის მეგობრებთან ერთად გატარება , მით უმეტეს რომ ჩვენი მეგობრების უმეტესობა საერთოა =)))) მოკლედ თავი რომ არ მოგაბეზროთ , ვეცდებით მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ თითოეულ ჩენთაგანზე ♥

– მარიამ პლატონოვა : ე.ი. ჩემთვის ჩემივე თავის აღწერა ცოტა რთულია , მაგრამ შევეცდები მოგიყვეთ ჩემს შესახებ . დავიბადე 1997 წლის 2 თებერვალს . მხიარული ადამიანი ვარ , მეგობრების წრეში ვაღიარებ ცანცარაც და როგორც ბევრი მეგობარი მეძახის გიჟი ან ქაჯი =)) მიყვარს ჩემი თავისუფალი დროის მეგობრებთან ერთად გატარება . დავდივარ მუსიკაზე და ვუკრავ გიტარაზე . ძალიან მიყვარს გიტარაზე დაკვრა და ხშირად , თუნდაც მაშინ როდესაც სახლში უსაქმურად ან მოწყენილად ვარ ვიღებ გიტარას და ვუკრავ , ვფიქრობ ნელ–ნელა უფრო და უფრო წარმატებულად მიემართება ჩემი ეს საქმიანობა=)) მეტი აღარ ვიცი რა დავწერო . ეს არის ძირითადი ინფორმაცია ჩემს შესახებ . =)))



– ანანო თუთარაშვილი : სიმართლე გითხრათ ჩემი თავი არასდროს ამიღწერია და ეხლაც მიჭირს , მაგრამ შევეცდებიდაგიწეროთ პატარა ინფორმაცია ჩემს თავზე. ვარ 14 წლის და ვსწავლობ მეორე საჯარო სკოლაში . ვარ ძალიან მხიარული და ზოგჯერ ცანცარაც , სწერვა , არანორმალური მაგრამ რათქმაუნდა ზოგჯერ სერიოზულიც. ვარ სუხიშვილების მოცეკვავე, 5 წელია დავიდვარ ქართულ ცეკვებზე და ცეკვა ჩემი ჰობია. არ მინდა თავი შევიქო, მაგრამ ბევრს მოსწონს ჩემი ცეკვა. მემგონი მეტი არაფერია დასაწერი , ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ბლოგი მოგეწონებათ : ))))





No comments:

Post a Comment