Pages

Saturday, September 24, 2011

მეგობრების შეკამათბა ))


ყველა ჩვენთაგან მოსვლია მეგობართან შეკამათება. ვიღაცას რაღაც სწყენია, რაღაც გაურკვევლობა მომხდარა . ნუ , მოკლედ ამ შეკამათების მრავალი მიზეზი არსებობს .. მაგრამ რათქმაუნდა საბოლოოდ ყველაფერი ირკვევა და ძველებურ კალაბოტს უბრუნდება. 



ჩვენ სხვებისგან ამით ნამდვილად არ განვსხვავდებით და ჩვენც მოგვდის ხოლმე შეკამათებები . უმეტესად ეჭვიანობის გამო =)))  მაგრამ დაბოღმილ ხალხს როგორ გავახარებთ? ეგერვე ვრიგდებით და ყველაფერს ვაგვარებთ . )) დაქალთან კამათი ძალიან მტკივნეულია დაგვეთანხმებით . არის ისეთი შემთხვევები , როდესაც დაქალები კამათისას ეგრევე რიგდებიან, ეს ჩვენ , მე და ანანოს გვახასიათებს . მაგრამ არის ისეთ შემთხვევებიც როდესაც დაქალები დიდი ხანი არ რიგდებიან.





როგორ ავიცილოთ დაქალთან კამათი , ჩხუბი ..



იძახიან სამ დაქალში ერთი, ყოველთვის ზედმეტი იქნებაო. . მაგრამ მე ამ აზრზსს არ ვეთანხმები. სამი თუ ორი .. შეიძლება ხშირად იყოს ეჭვიანობის მომენტები , მაგრამ ეს ეჭვიანობა არ უნდა გადაიქცეს აკვიატებად. სამ დაქალში ხომ სიყვარული თანაბარია და ყოველივეს თავისი ადგილი აქვს გულში . სამ დაქალში არაფერი არ უნდა დაიმალოს , ისევე როგორც ორში. 



თუ ისე მოხდა , რომ სამიდან ორმა დაქალმა რამეზე იკამათეს ან რამე მოხდა, მესამემ უნდა ეხადოს მათი შერიგება . 



არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაქალზე წინ ვინმეს დაყენება . დაქალი , ნამდვილი მეგობარია ვისი შენარჩუნებაც მოითხოვს დიდ ძალისხმევას!



დაქალთან არ არის საჭირო პირფერობა და "ტიპობა" ! უნდა იყო ის ვინც ხარ !! უნდა უზიარებდე ყველა შენს გრძნობას და ფიქრს , არაფერი არ უნდა დაიმალოს !



დაქალთან ერთად გატარებული ბავშვობა, წუთები .. დრო . ეს ხომ ყველაზე ტკბილი მოგონებაა? არავინ გვყავს მასზე ან მათზე ახლო . ხშირად დათმობაზეც უნდა წავიდეთ დაქალი გამო .

ხდება ხოლმე ისეც , რომ ორ დაქალს ერთი და იგივე ბიჭი მოსწონთ . რა უნდა გააკეთონ ? ერთ-ერთი დათმობაზე უნდა წავიდეს . ბიჭი ხომ არ არის საგანი, რამე ნივთი ,   რომ გაყო ან რიგრიგობით "ატარო" . ეს არის ცოცხალი ადამიანი .. ასე რომ მისი გაყოფა შეუძლებელია. ეს კი მოითოვს დათმობას რომელიმეს მხრიდან . სიმართლე გითხრათ , ეს თემა იმიტომ წამოვჭერი , რომ გამახსენდა ის ფაქტი .. მე და ანანოს რომ ერთი ბიჭი მოგვეწონა . . =))))

დაქალს უნდა გაუზიარო ყველაფერი . არანაირი ტყუილი, ტყუილი და ფარსი ხომ ადამიანს დიდ ტკივილს აყენებს . "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა , მერმე სულსა" =)))) ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს ფრაზა.

მოგვსვლია ალბათ ისეთი შემთხვევებიც როდესაც ძალიან გაბრაზებულები ვართ ჩვენს ახლო მეგობარზე, დაქალზე/// და უბრალოდ ემოციებს ვერ გადმოვცემთ . ამ შემთხვევაში კი , ზოგჯერ ისე ხდება , რომ ადამიანი წინდაუხედავად იქცევა და თავის მეგობაზრე ძალიან ცუდ რაღაცებს ამბობს. გულში ჩაიხედეთ . შესაძლოა ესეთი რამ თქვენც გაგიკეთებიათ ;; ) ეს არ არის სწორი ! დაგვეთანხმეთ . სიტუაციას გვერდიდან შეხედეთ ან თნდაც წარმოიდგინეთ თავი იმ მეგობრის ადგილას , რომელსაც ზურგსუკან ლანძღავთ )))))))

ესეც ის მომენტი როდესაც ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს და გააანალიზოს ის ფაქტი , რომ ეს საქციელი დიდ ბზარს წარმოქმნის ურთუერთობაში )))


No comments:

Post a Comment