Pages

Wednesday, September 7, 2011

Guitar In My Life ♥ MP ♥


ცოტახანია რახ გიტარაზე დაკვრას ვსწავლობ , მაგრამ მან უკვე მოასწრო ჩემს ცხოვრებაში შემოღწევა. სიმართლე გითხრათ დიდი ხანი ვფიქრობდი ღირდა თუ არა გიტარაზე დაკვრის სწავლა და  ბოლოს გადავწყვიტე !! ჩემმა დაქალმა სოფომ, მირჩია თავისი მუსიკის მასწავლებელი , მეც დავიწყე სწავლა. გიტარამ ეგრევე გამიტაცა. ძალიან შემიყვარდა დაკვრა. როდესაც მარტო ვარ , ხშირად ვჯდები და ვუკრავ სხვადასხვა სიმღერებს. არ ვიცი აქამდე როგორ ვცხოვრობდი გიტარის გარეშე !! ეხლა უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენ ჩემს ცხოვრებას დაკვრის გარეშე.  დაკვრა გახდა ჩემი საყვარელი საქმიანობა . აქამდეც ძალიან მიყვარდა მუსიკა, მაგრამ გიტარამ მე ის უფრო შემაკვარა ♥ მე და ჩემს დაქალს , სოფოს ,გადაწყვეტილი გვაქვს შევქმნათ ჩვენი ბენდი , S & M . ♥ გვჯერა თუ ორივე მოვინდომებთ წარმატებებს მივაღწევთ . მაგალითად მე ვაპირებ ბოლომდე გავყვე მუსიკას და მიზნად მტკიცედ დავისახე წარმატებების მიღწევა მუსიკალურ საქმიანობაში , მე კი ჩემს მიზანს ყოველთვის ვაღწევ ! ♥_♥

                                                                                    მარიამ პლატონოვა



                                                                                                             

No comments:

Post a Comment