Pages

Thursday, September 8, 2011

მოზარდები დღევანდელ დღეს *_*

  გაგვიჩნდა სურვილი დაგვეწერა თემა დღევანდელ თაობაზე, დღევანდელ თინეიჯერებზე . მოვიძიეთ სხვადასხვა საიტებიდან სხვადასხვა ინფორმაცია , რომ თემა საინტერესო გამოგვსლოდა, მემგონი გამოგვივიდა და არ დაგვიწუნებთ . : )))


       შავი გაგების პატარა მგლები თბილისის სკოლებში: "ჩემი დედა, შენი დედა, იმის დედა, ამის დედა!.. ეს არის საქმის გარჩევის თავი და ბოლო", - ამბობს პატარა "კაი ბიჭი"

  დღევანდელ თინეიჯერებს სიტყვა-პასუხი რომ არ ეშლებათ, ეს ნამდვილად ასეა, განსაკუთრებით არ უჭირთ უწმაწური სიტყვების გამოყენება. ამას ყველა ზედმეტად ინფორმირებულობას აბრალებს."დედასაც ვიგინები, რადგან მარტო დაფიცების არ სჯერათ"

   სკოლაში ყველაზე დიდი "საქმის გარჩევები" დიდ დასვენებაზე ან გაცდენილი ბოლო გაკვეთილების ხარჯზე ეწყობა. ამ დროს ყველაზე მეტად მჟღავნდება მხოლოდ მომავალი თაობისათვის დამახასიათებელი ნიუანსები. დღეს დედის დაფიცება სიმართლის დასამტკიცებლად მოდაში აღარ არის. მათ თავდაცვისა და საერთოდ, ურთიერთობის ახალი ფორმები აითვისეს.

                                                                                       *   *   *
გიორგი ტყეშელაშვილი, 14 წლის: ზედმეტი სიტყვის გულისთვის ხდება ძირითადად ჩხუბი, გოგოს გულისთვისაც. თუ ნორმალურია და კაი ბიჭია, უნდა იჩხუბოს, ხოლო თუ ისეთია, არ იჩხუბებს...
- როგორი ისეთი?
- ჩმორი, რა.
გლდანელი ბიჭის, ნიკო ალადაშვილის აზრით, ჩხუბი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ერთი ასეთი მარტივი ფრაზისთვის: "მოდი აქ, ბიჭო!". ამ დროს გააჩნია ხმის ტონალობას.
"მე, მაგალითად, მყავს ერთი კლასელი, მაგარი გაჭირვებული ტიპია, ამას წინათ ვიღაცამ უმიზეზოდ წაარტყა, კაი ტიპები გამოესარჩლნენ და წავიდა საქმის გარჩევა. კაი ტიპები, როგორც წესი, დანებით დადიან სკოლაში, ჩაცმითაც ისე იცვამენ - "ჩაჩ" შარვალს, კეპიან ქუდს, სახე და თვალები რომ არ ჩანს და ბრმასავით იყურები. გლდანში, რა ვიცი, ჯერ ამ მოდას ვერ გასცდა კაი ბიჭის იმიჯი", - ამბობს ერთ-ერთი გლდანელი მოსწავლე.
"ჩემი დედა, შენი დედა, იმის დედა, ამის დედა - ეგ არის საქმის გარჩევის თავი და ბოლო", - გვითხრა ერთ-ერთმა ცნობილმა პირველსკოლელმა საქმის გამრჩევმა. მისმა მეგობრებმა კი დაამატეს, რომ საერთოდ, სკოლაში ყოველთვის არის ერთი ან რამდენიმე ტიპი, ვისთანაც უნდა მიხვიდე და საქმე გაარჩიო.
- რატომ არ იფიცებით დედას ასეთი საქმის გარჩევისას?- თუ დაფიცება მინდა, ვამბობ, დედა მომიკვდეს-მეთქი. მაგრამ ისეც ხდება, რომ დედასაც ვიგინები, რადგან მარტო დაფიცების არ სჯერათ", - ამბობს 15 წლის ირაკლი.
- სად ჩხუბობთ ხოლმე?
- ყველგან. იარაღის პრობლემაც არ არის, ყველას თუ არა, ნახევარს მაინც აქვს პატარა დანა. თან ნასკებში კი არ ინახავენ, ჯიბეში უდევთ პირდაპირ. თუმცა უფრო ხშირად ჩხუბს გააჩნია. დანა ყველგან არაა საჭირო.

"თუ ახალ სკოლაში გადადიხარ, თავის დამკვიდრება უფრო გაგიჭირდება"
ნიკო ალადაშვილი, რომელსაც ორი სკოლის გამოცვლა მოუხდა, იხსენებს, რომ ყველა სკოლაში სამი თვე მაინც განუწყვეტლივ უხდებოდა იმის მტკიცება, რომ ვერავინ "დააჩმორებდა": "ვისაც პატრონი ყავს, ან ვინმე კაი ტიპი ბიძა, ან მამა, იმას თავი მწვანე კიტრივით მოაქვს, მაგარი ბედნიერია, ხმას ვერავინ აუმაღლებს. ვისაც საკუთარი ძალით უწევს თავის დამკვიდრება, ის, როგორც წესი, სახლში არ ამჟღავნებს თავის კაი ბიჭობას, მაგრამ გარეთ კბილები სულ ალესილი აქვს. რაც შეეხება დედის დაგინებას, ეს მგლური კანონია, არა აქვს მნიშვნელობა, დედა გიყვარს თუ არა, შენ არ ეტყვი, ის გეტყვის და მერე თავზე დაგაჯდება".
თბილისში არის ისეთი სკოლები, სადაც ასეთი საქმის გარჩევისა და ჩხუბის გარეშე ვერ გაიხარებ. მათ ე. წ. შავი გაგების სკოლებს ეძახიან. იქ ერთმანეთთან ქუჩურ ენაზე დაპირისპირება მარტო მოსწავლეებს კი არა, მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორისაც ხშირია.
"ჩვენთან ასეთი პრინციპია, მე შენზე უფროსი ვარ, ე. ი. შემიძლია გეუზრდელო და იწყება დიდი ბრძოლა. ჩხუბის მიზეზი შეიძლება იყოს ასეთი ფრაზა: "ფული მომე!" ან: "50 თეთრი არა გაქვს? რა არი, სახლიდან არ გატანენ?" ჩემი პასუხი, როგორც წესი, ასეთია: "შენთვის არა მაქვს". რომ მისცე ერთხელ, მორჩა, დაჩმორებული ხარ. საქმე ირჩევა მასწავლებლებისაგან შორს, სკოლის უკან, ბუფეტში... თავიდან ერთი ერთზე, მერე ნაცემს მოჰყავს რამდენიმე და შეიძლება ეს ჩხუბი დიდხანს გაგრძელდეს. განსაკუთრებით რთულია თავის დამკვიდრება, თუ ახალ სკოლაში გადადიხარ. იქ ყველას უნდა ჰყავდეს თავისი შნირი. ამიტომ, გამოწმებს, გეუზრდელება, უნდა ნახოს, როგორ დაუდგები. მასწავლებლის მხრიდანაც ხშირია საქმის გარჩევა, შენ იცი, რა არის კაცობა? მეკითხება. რა უნდა უპასუხო ამ დროს? ისიც მართალია, რომ ახლა როგორი უზრდელებიც ვართ, მე თუ მკითხავ, ასეთი უზრდელი არასდროს ყოფილა კაცობრიობა. იმიტომ, რომ ყველა ქუჩაშია, ყველას უჭირს, მშობლები ვეღარ აქცევენ შვილებს ყურადღებას, რადგან ფულის შოვნაზე და თავის რჩენაზე ფიქრობენ", - ასე დიდი კაცივით მსჯელობს გიორგი ნინიძე.
ყველაზე მწარედ გიორგის ერთი ამბავი ახსენდება. სკოლის კიბეზე დასვენების დროს გიორგი თავის ნაცნობს გაეხუმრა და წამოარტყა, ეს დაინახა იქვე მდგომმა ფიზკულტურის მასწავლებელმა და ძველბიჭურად საქმის გარჩევა დაუწყო. ბიჭო, შენ იცი ვინა ვარო? გიორგიმ უპასუხა: კი, ვიცი, ჩემი მეზობელი ხართო. ამ პასუხმა მასწავლებელი უარესად გააღიზიანა და უყვირა: მე კი არა ვარ შენი მეზობელი, შენ ხარ ჩემი მეზობელიო.
უწმაწური სიტყვების მარაგი ბავშვებმა მშობლებისგანაც მიიღეს
მშობლები ფიქრობენ, რომ ყველაფერი სკოლაში შექმნილი არცთუ ისე ჯანსაღი გარემოს ბრალია. ბოლო დროს გაჩენილი დედის გინების რთული გრადაციებიც სკოლიდან მოდის.
"მე მეუბნებიან, რომ ჩემი შვილი სკოლას გინებით იკლებს, მაგრამ სახლში და ეზოში ასეთს ვერაფერს ვატყობ. სპორტზე დადის და ასეთ რამეს არც იქ აკეთებს. მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ სადაც შესაფერისი გარემოა, სადაც არ ღიზიანდება ბავშვი, იქ არ იგინება. სადაც მას ამცირებენ და ცდილობენ მისი თავმოყვარეობის შელახვას, იქ მას ვერაფერს დაუშლი", - ამბობს თბილისელი ნინო დავითაშვილი.
თავად სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ძალიან ხშირად მასწავლებლები ერთნაირი სენით არიან ავად.
15 წლის ნინო კილაძე, რომელიც მუხიანის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს, დარწმუნებულია, რომ ერთი ბავშვის მხრიდან მეორის დაჩაგვრის მცდელობა მასწავლებლიდან იღებს სათავეს: "მასწავლებლებს გამოჰყავთ ბავშვი დაფასთან და თუ რამე არ მოეწონათ მისი, ყველას თვალწინ "აშავებენ". თუ აღმოჩნდა, რომ დედამისი ან მამამისი რამე განსაკუთრებულ ადგილას არ მუშაობენ, წასულია მისი საქმე. მაგალითად, ერთი ჩემი კლასელის დედა მუშაობს მამაკაცთა კოლონიაში და ეს არის გამუდმებით ამ ბავშვის დაცინვის საგანი. მერე ბავშვებიც იგივეს იმეორებენ და დიდ დასვენებაზე თავისზე სუსტ ბავშვებს დასცინიან".

"სიჩუმობანა" და "პარაოზი" გოგონები
ერთ სკოლაში ერთ-ერთ გაკვეთილზე დამკვიდრებულ ახალ თამაშსაც შევესწარით. ერთი სკოლის ერთი მასწავლებელი, რომელსაც ძალიან უყვარდა მოდის ჟურნალების თვალიერება, ბავშვებს "სიჩუმობანას" თამაშისაკენ მოუწოდებდა...
სანამ ბიჭები საქმეს არჩევენ და "გოგოებს იყოფენ", სიგარეტის კვამლში გახვეული გოგონები სკოლის ტუალეტებსა და ბუფეტებში, ზოგჯერ კლასშიც ათას რამეზე ჭორაობენ.
ბიჭების თქმით, მათი უმრავლესობა ეწევა. მათივე სიტყვებით, "პარაოზები" არიან ("ნაფაზს არ ურტყამენ"), თან "პარლამენტ ლაითს" და "დავიდოვს" ეწევიან. სიგარეტს "სალფეთქის" ქაღალდში ახვევენ ან მობილურის ჩასადებში მალავენ.
თურმე, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი იგვიანებს, კლასშიც ეწევიან, უკანა მერხთან, მერე იქ "ბიჩოკების" გროვაა ხოლმე და ხშირად ამას ბიჭები იბრალებენ.
ინფორმაცია სკოლის მოსწავლეებს მართლაც ბევრი აქვთ - ფილმებიდან, კომპიუტერული თამაშებიდან. ყველამ იცის, რა არის "გეი" და რომ ვიღაცა თუ "პედიკია", იმას უნდა დასცინონ. ერთმა ბიჭმა საუბრისას აღნიშნა, რომ მის სკოლაში არის ორი გოგო, რომლებსაც "ლესბიანკებს" უძახიან, რადგან ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ბუფეტში "ზასაობენ" ხოლმე.
ასეთი ფაქტები, ჯერჯერობით და საბედნიეროდ, იშვიათია და არც ისე გახმაურებული. თანამედროვე "კუკარაჩები" ყოველ შემთხვევაში ასეთ ფაქტებს არ ასახელებენ. მათი თქმით, ყველაზე ხშირი ჩვეულებრივი "ბიჭური ჩხუბებია".
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს არასრულწლოვანთა ინსპექციის უფროსის, ჭაბუკი მელაძის განცხადებით, პოლიციის ინსპექციის საქმიანობა სკოლებში ძირითადად აგიტაციის სახის ჩარევით შემოიფარგლება, რაც გულისხმობს დამრიგებლურ შეხვედრებს მოსწავლეებთან, რა უნდა გააკეთონ და რა არა.
თავად ბავშვებს რომ ჰკითხო, პოლიციას თავისი საქმე აქვს, "ზოგჯერ ეგენიც საჭირო არიან", მაგრამ თავის დამკვიდრებასა და "კაი ბიჭად ქცევაში", როგორც ისინი ამბობენ, "მაგათი დამსახურება ნულია".


ეს სტატია ერთ – ერთ საიტზე ვიპოვეთ . გასაგებად აღწერს რა მდგომარეობაა დღვანდელ დღეს თინეიჯერებში . დედის გინება , დაცინვა , შეურაცჰყოფა და ა.შ. დღეს ეს ყველაფერი "მოდაშია". ძალიან ბევრი შემთხვევაა , თვენც დაგვეთნხმებით ,რომ ბავშვები ერთმანეთს დასცინიან "ზმანის" გამო . თუ ბავშვს არ აცვია მოდურად , მაშინ ის არის "ბანძი" , მეგობრებს ხშირად ასე ირჩევენ . არავის აღარ აინტერესევბს ადამიანის შინაგანი სამყარო , მხოლოდ ყდით მსჯელობენ . კიდევ ერთი პრობლემაა წიგნი .დღევანდელი თინეიჯერების თვალსაზრისით , წიგნის კითხვა ზედმეტი დროის ფლანგვაა, რა საჭიროა წიგნი , როდესაც არის კომპიტერი , ინტენრენი და სხვა ამდაგვარი საშვალებები. მაგალითდ ფილმები. ბავშვები წიგნების კითხვას თავს არიდებენ და უბრალოდ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმებს უყურებენ . 


  თინეიჯერების ტერმინები : კაროჩე, დავიგრუზე, გამიტყდა, მოხია, გაასწორა, გაიჩალიჩა , დაერხა, ვუსატკავებ , რა პონტში, დაგლიჯა , მკვლელი – ანუ ძალიან მაგარი , იმენა, იტოკში, ძერსკი, მაზიანი გავმაზე,  დაიბრიდა, გაეძრო , ტო .. მოკლედ რა ჩამოთვლის , უამრავი ტერმინია, ზოგიეთი მათგანი რუსული, დამახინჯებული ქართული, შემოკლებული ანდაც უბრალოდ გამოგონილია = )))  ამ ტერმინებმა ფესვები გაიდგეს დღევანდელ მოზარდთა ლექსიკონში , რამაც განაპირობა ქართული ენის დამახინჯება. ვაღიარებთ , რომ ამ ტერმინებს ჩვენც ვიყენებთ და ჩვენც არ ვართ იდეალური მოზარდები , მაგრამ ჩვენი აზრით მოზარდთა ცხოვრების წესში რაღაც ცვლილებები უნდა განხორციელდეს . ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით ,, რომ არ არის ლამაზი როდესაც გოგო ბიჭს აგინებს , როდესაც გოგო ამბობს "შენი დედა .... " და ა.შ.. იყენებს სხვადასხვა ბილწ სიტყვას . ამ დროს გოგოს გონია რომ ის არის ძალან მაგარი , რომ ამით ის ამაღლდა, მაგრამ სინამდვილეში , ჩვენი აზით,  გოგო ამდაგვარი საქციელით  თავის თავს აყენებს შეურაცჰყოფას. მაგრამ მხოლოდ გოგოებში არ არის ეს დანაკლისი . ძალიან ბევრი შემთხვევაა როდესაც ბიჭი გოგოს აგინებს და სხვადასხვა შეურაცჰყოფებს კადრულობს.  დღეს მოზარდებმა არ იციან რა არის ნორმა .

   ჩვენი აზრით , ეს არის დღევანდელი მოზარდთა ცხოვრება სადაც ძალიან ბევრი რამ არ ჯდება თავის ჩარჩოებში და სადაც უამრავი რამ არის შესაცვლელი .

                       იმედი გვაქვს , რომ ჩვენი თემა მოგეწონათ . )))) 

No comments:

Post a Comment