Pages

Friday, September 9, 2011

ეგოიზმი :))))

ეგოიზმი (ლათ. ego - მე) – ცხოვრების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავის ქცევაში ხელმძღვანელობს მხოლოდ პირადი ინტერესებით, ანგარიშს არ უწევს საზოგადოების და მის ირგვლივ მყოფთა ინტერესებს. 
  ასე იშიფრება სიტყვა ეგოიზმი . ჩვენს შორის ბევრი ადამიანია ეგოისტი, ზოგიერთი ამით ტრაბახობს და ეს ცხოვრებისეული პრონციპი "პლიუსი" ჰგონია, ზოგიერთი ეგოისტობას მალავს , ზოგი კი საერთოდ არ აღიარებს რომ ეგოისტია. სრულიად არ ვეთანხმები ეგოისტობით მოტრაბახე ადამიანებს , რადგანაც ამაში კარგი არაფერია . ადამიანი რომელიც მხოლოდ თავის პრინციპებით ცხოვრობს და სხვების თვალსაზრისს, შეხედულებებს და რჩევებს არ ითვალისწინებს, არამგონია ყველასათვის მოსაწონი პიროვნება იყოს . ალბათ არავის არ უნდა ისეთი მეგობარი გვერდში, რომელიც მუდამ თავისი თავის კმაყოფაზე ფიქრობს და სურს ყველა თავისი პრინციპებით აცხოვროს.. გვერდში, ყველას გვინდა გვყავდეს ისეთი მეგობარი, რომელიც  იფიქრებს ჩვენს განწყობაზე, რომელიც ეცდება გაგვამხნევოს , როდესაც ეს საჭირო იქნება, რომელიც დაგვეხმარება , როდესაც გაგვიჭირდება, რომელიც მოგვექცევა თბილად და გვაგრძნობინებს რომ ჩვენ მარტონი არ ვართ . ეხლა წარმოვიდგინოთ ეგოისტი მეგობარი , რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, არ აინტერესებს არაფერი და არავინ თავისი თავის გარდა , ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე და სხვა არაფერი ანაღვლებს. ასეთ მეგობარს არავის ვუსურვებ = ))))) ეგოისტობის ამ ჩვევების გამო, შესაძლოა ადამიანი სულ მარტო დარჩეს , თავის თავის მეტი აღარავინ ყავდეს, არც ესაა სასურველი მდგომარეობა : )))))))  ყველა ეს ეგოისტობის "დამახასიათებელი" თვისება გადაჭარბებულ ეგოისტების მახასიათებელია .

                                      
    მაგრამ ! არის კიდევ ერთი რამ . ყველამ უნდა ვაღიაროთ , რომ ყველა ჩვენგანში არსებობს ეგოიზმი , ოღონდ მცირე დოზით . ავხსნათ მაგალითი  : )))) : ჩვენს ცხოვრებაში არის ძალიან ბევრი ჩვენთვის საყვარელი ადამიანი.  დაფიქრებულხართ რატომ გვიყვარს ეს ადამიანები? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია : ალბათ იმიტომ , რომ >>>> ჩვენ <<<< მათთან ურთიერთობა გვსიამოვნებს, იმიტომ , რომ მათაც ვუყვარვართ >>>>> ჩვენ <<<<<   . რა კითხვაც არ უნდა დავსვათ , როგორი შემოვლითაც არ უნდა წავიდეთ , ყველა პასუხში არის ისევ და ისევ ჩვენთვის დადებითი რაღაც-რაღაცები .
    მე ვაღიარებ რომ ჩემშიც არის ეგოიზმის რაღაც დოზა : ))))

 მთვარია ჩვენი ეგოისტომა არ გადავიდეს ზედმეტებში . მთავარია ჩვენი თავები ვაკონტროლოთ და ყველაფრის ნორმა ვიცოდეთ !! არ გადავაჭარბოთ და არ გავხდეთ ჩამოყალიბებული ეგოისტები !!

  მ.პლატონოვა

1 comment:

  1. me egoisti var tu ara ver gavige. sazogadoeba fexebze ar mkidia rogorc egoists. tavi aravisze magari ar mgonia . ar var aravisze meti ubralod sigijemde egoisturad miyvars chemi tavi

    ReplyDelete