Pages

Wednesday, September 7, 2011

უსათაურო . .

   ტყუილად არ არის ნათქვამი, ადამიანს მაშინ დააფასებ თუ დაკარგავო . მართლაც ასეა. მე ამას ცოტახნისწინ მივხვდი. რადგანაც დავკარგე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. ყოველთვის ვამბობდი "მე არ ვკარგავ ადამიანებს , ეს ბედი შლის მათ ჩემი ცხოვრებიდან" , ბევრი ფიქრობს ესე, მაგრამ როდესაც ვინმე ძვირფასს კარგავ მერე ხვდები რომ მართლი არ იყავი. . .

   ზოგჯერ ადამიანი უშვებს ისეთ შეცდომას, რომლის გამოსწორება ძალიან ძნელია და ამ შეცდომის მიერ მიყენებული იარის მოშუშება ძალზე რთულია .  ვნანობთ, გულით ვნანობთ , მაგრამ ბევრი თავისი პრინციპების გამო პირველ ნაბიჯს არ დგამს. უბრალოდ თავს იფასებს და ფიქრობს ამით შეძლებს რამე დაამტკიცოს , მაგრამ მოდით რეალურად ვიმსჯელოთ! ყველამ ვიცით რომ თავის დაფასება მეგობრობაში, არის მხოლოდ დანაკლისი და მეტი არაფერი. როდესაც ადამიანი თავის დანაშაულს გრძნობს, მან უნდა ცადოს და მოინანიოს თავისი შეცდომა!! მან უნდა ცადოს და მოურჩინოს იარა თავის ძველ მეგობარს ,მან უნდა ცადოს და აღადგინოს ძველი ურთიერთობა და დამოკიდებულება !! ყველა გზას უნდა დაადგეს და ყველაფერი უნა იღონოს რაც მის ძალებშია , ნამდვილი მეგობრის პოვნა ხომ ძალიან რთულია . .
 

   ნამდვილი მეგობარი - ადამიანი რომელსაც ყოველთვის ესმის შენი, უსიტყვოდ ხვდება რა განწყობაზე ხარ ,რა გაწუხებს, რა გახარებს. ის ყოველთის შენს გვერდით არის , ჭირშიც და ლხინშიც. ის ყოველთვის გვერდში გიდგას, მან იცის რა ხდება შენს შინაგან სამყაროში. ესეთი ადამიანის შეხვედრა ადვილი ნამდვილად არ არის, მას ძებნით ვერ იპოვი . ნამდვილი მეგობრობა თავისით მოდის და ის ცხოვრების ბოლო წუთამდე გრძელდება .

     რთულია ნამდვილი მეგობრის პოვნა, მაგრამ მისი დაკარგვა ორმაგად ადვილია . ადამიანის გულის ტკენას რამოდენიმე წამი სჭირდება, მაგრამ ამ ტკივილის მოშუშებას . . . . . . . .

   ნამდვილი მეგობარი უნდა შეინარჩუნო !! ის მხოლოდ ერთია და მას ვერავინ შეცვლის !! ამიტომ მინდა გირჩიოთ , შეეცადეთ წინდახედულად მოიქცეთ , მოექეცით თქვენ მეგობარს ისე, როგორც გინდათ რომ ის მოგექცეთ თქვენ ! გახსოვდეთ რომ მისნაირს სხვას ვერავის იპოვით და მას ვერავინ შეცვლის. არ დაკარგოთ თქვენი წინდაუხედავობის გამო თქვენი "მეორე მე" და არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შემდგომში დიდ ტკივილს მოგაყენებთ თქვენც და თქვენს მეგობარსაც .

                                                                                    მარიამ     პლატონოვა

                                                                                         

   

   

No comments:

Post a Comment